суббота, 2 ноября 2013 г.

ინდოელი ვისი იდეალიც იყო ინდოეთის სიყვარული და მორალური აღორძინება-მაჰატმა განდი

  მაჰატმა განდი ლონდონში

 მე ჩემი ქვეყნისთვის თავისუფლება მინდა იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა რაღაც ისწავლონ ჩემი თავისუფალი ქვეყნისგან//მაჰატმა განდი//.

 

 

  მაჰატმა განდის ძეგლი ლონდონში

 

 

  მაჰატმა განდის ძეგლი სან ფრანცისკოში

1867-1948-მას დაარქვეს მაჰატმა ანუ დიდი სული

 

ინდოეთის განმანთავისუფლებელი მაჰატმა განდი ამავე დროს იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სულიერი მოძღვარი.

      მისი მოძღვრება მშვიდობის და ძალადობის უარყოფის შესახებ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. და მისი ქცევა იქცა მაგალითად სრულებით სხვადასხვა ადამიანისთვის.

 

      მოჰანდას კარამჩანდ განდი  დაიბადა 1867 წელს ომანის ზღვასთან მეთევზეთა და გემების პატრონთა პატარა ქალაქ პორბანდარში  ვაჭართა კასტის ერთ შეძლებულ ოჯახში.  დაქორწინდა 14 წლის ასაკში. მას ეყოლა ოთხი შვილი.

 

            აჰიმსა

 

      1888 წელს ის წავიდა ინგლისში და გახდა ვექილი //1891//. 1893-1914 წლებში ის ცხოვრობდა სამხერთ აფრიკაში, სადაც მან იმინგრანტ ინდოელთა დიდი თემისთვის დაიწყო განხორციელება იდეალისა რომლითაც იხელმძღვანელა მთელი ცხოვრება. 

       ეს იდეალია ინდოეთის სიყვარული და როგორც მორალური ისე პოლიტიკური აღორძინება სატიაგრაჰას შესაბამისად//სატიაგრაჰა-ჭეშმარიტების წვდომა რასაც მივყევართ უსამართლო კანონებისადმი დაუმორჩილებლობამდე// და აჰიმსა, უბოროტოდ,გაუბოროტებლად, სხვისთვის ზიანის მოუტანლად და ძალადობის უარყოფით ცხოვრება.

 

         აჰიმსას,  ძალადობის უარყოფის წესის თანახმად ადამიანმა ბოროტებით არ უნდა უპასუხოს ბოროტებაზე. ესაა  ყოველგვარი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალადობის გარეშე.

 

                1916 წელს მოჰანდას კარამჩანდ განდი გახდა ინდოეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი. ის მტკიცედ დაუპირისპირდა ბრიტანულ იმპერიალიზმს და და წამოიწყო აჰიმსადან გამომდინარე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა რითიც დაიყოლია ინგლისელები მოლაპარაკებებზე. 

 

 ამ ბრძოლის შედეგად 1947 წელს ინდოეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

             მაჰატმა განდის ცხოვრების ბოლო წლები დაამწუხრა ინდოეთის გაყოფამ მაჰმადიანებსა და ინდუსებს შორის და მომდევნო სასაკლაოებმა.


                   თვითონ მაჰატმა განდი 1948 წლის 30 იანვარს მოკლა ვიღაც ფანატიკოსმა ინდუსმა.

"   ჩვენ დაგვღუპავს უპრინციპო პოლიტიკა,უსვინდისო სიამოვნება,უშრომელი სიმდიდრე,ცოდნა ხასიათის გარეშე.ამორალური ბიზნესი,მეცნიერება ადამიანობის გარეშე და ლოცვა მსხვერპლის გაღების გარეშე"//მაჰატმა განდი//.

                        

 

 განწმენდილი ცხოვრება

გარდა უამრავი წერილისა,ოფიციალური გამოსვლებისა და სიტყვებისა განდიმ დაწერა არსებითი ნაშრომები, "ჭეშმარიტების გამოცდილება"//1931//,"სულიერი ავტობიოგრაფია" და "წერილები აშრამს",დაწერილი 1930 წელს,მაშინ როდესაც განდი დაპატიმრებული იყო, ეს წერილები დაიწერა მის ირგვლივ სატიაგრაჰაშრამში აჰმედაბადთან მცხოვრები მიმდევრებისთვის, ამ წერილებში მან გადმოსცა აუცილებელი ასკეზის მთავარი პუნქტები.

            ძიება ჭეშმარიტებისა რომელიც თვითონაა ღმერთი//"ღმერთი ჭეშმარიტებაა" და "ჭეშმარიტება ღმერთია"//.

  აუცილებელია ბრაჰმაჩარიას აღთქმათა მკაცრი შესრულება//გრძნობათა სიწმინდე და მათი კონტროლი//.  უბოროტოდ და გაუბოროტებლად ცხოვრება სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.უარის თქმა ფლობაზე.


            მაჰატმა განდი არ კმაყოფილდებოდა ქადაგებებით და მოწოდებებით. ის თვითონ აძლევდა ადამიანებს განწმენდილი,სხვათა სამსახურში ჩამდგარი ცხოვრების მაგალითს.

     ყოველ ადამიანს მის მსგავსად თვითონ უნდა დაეკმაყოფილებინა თავისი საჭიროებები.  ეს საჭიროებები კი არსებობის უძირითადეს მოთხოვნებზე იყო დაყვანილი.

         მაჰატმა განდი იყო პოლიტიკური ლიდერი და სოციალური რეფორმატორი რომელმაც მოახდინა უმდაბლესი კასტის, ხელუხლებელთა კასტის რეაბილიტაცია.


                ყველა ინდოელისთვის დიდი სული მაჰატმა განდის მოღვაწეობის საფუძველი იყო მორალური პროგრესი.


         მის საქმეს ჰყავდა გამგრძელებლები თვითონ ინდოეთში,სამხრეთ აფრიკაში,ბრაზილიაში და ევროპაში.


     საფრანგეთში ლანცა დელ ვასტომ შექმნა განდის  აშრამით შთაგონებული მაგრამ გარემოებებთან ადაპტირებული თემი.


             შევჩერდეთ ამ მაგალითზე.

  ლანცა დელ ვასტო Description de l'image  Lanza del vasto.jpg.

  Lanza del Vasto



 

  ლანცა დელ ვასტო დაიბადა 1901 წელს სან ვიტო დეი ნორმანნიში,სიცილიაში.მამამისი გამოსული იყო ძველი არისტოკრატული საგვარეულოდან,დედა კი ფლანდრიელი იყო. კოსმოპოლიტურად აღზრდილი,ის პიზაში საუნივერსიტეტო განთლების მიღების შემდეგ მოიხიბლა წმ.თომა აქვინელის კათოლიციზმით.

   მან  გამოსცადა ყველანაირი ხელობა, იმოგზაურა ევროპაში და წავიდა ინდოეთში. 

   1937 წელს ის შეხვდა განდის რომელმაც მას დაარქვა შანტიდას,"მშვიდობის მსახური". ეს შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იყო.

            1943 წელს უდიდესი წარმატება მოიპოვა მისმა "მოგზაურობამ წყაროებისკენ".  


                   თავის მეუღლესთან ლანცამ შარენტში შექმნა მიწათმოქმედთა,მაგრამ ასევე სულიერი ცხოვრებისადმი მიძღვნილი თემი კიდობანი //Arche//.

    ეს თემი ბოლოს და ბოლოს დამკვიდრდა ბორი-ნობლში,შევენის სამხრეთით,საიდანაც გამოვიდა მრავალი სხვა ჯგუფი.


        ლანცა დელ ვასტოს თემი ყველაზე მეტად ცნობილია ძალადობის უარყოფის აქტიურად დამკვიდრებით,მაგრამ ის იყო სხვათა სიყვარულით,ბუნების პატივისცემით და მოკრძალებული ყოველდღიური საქმეებით  შინაგანი განწმენდის თემი და ასეთად დარჩა.

           ლექსების და თეატრის პიესების ავტორი ლანცა დელ ვასტო ყველაზე მეტად ცნობილია როგორც სულიერებისადმი და ქრისტიანული ეგზეგეზისადმი მიძღვნილი ნაშრომების ავტორი. 

      მისი მთავარი თხზულებებია "მოგზაურობა წყაროებისკენ"//1943//,"ვინობა ანუ ახალი მოგზაურობა"//1954//,"სიცხადესთან დაბრუნების პრინციპები და რჩევები"//1945//,"მიდგომები შინაგანი ცხოვრებისადმი"//1963//,"სულიერი სამება"//1970//.

 

            ლანცა დელ ვასტო ცდილობდა ქრისტიანული რწმენის და გულუხვობა-ქველმოქმედების შერიგებას მისი შთამაგონებელი მაჰატმა განდის პრინციპებთან და დასავლეთში სულისკეთებით ძველ ბერულ მოძრაობასთან ახლო მაგრამ საერო ძმური,ეპოქის საჭიროებებისთვის პასუხის გამცემი  თემის დაარსებას. მისი პრინციპი უნდა ყოფილიყო აჰიმსა რომელიც არის როგორც ძალადობის უარყოფა ისე გულმართლობა, სხვათა პატივისცემა,

ნებაყოფლობითი სიღარიბე და წესდებისადმი მორჩილება.

         ლანცა დელ ვასტოს წიგნები გადმოსცემენ მისი მოღვაწეობის საფუძვლად დადებულ პრინციპებს. 

           მის მიერ მიცემულ მაგალითს მიყვა მისი მრავალი მოწაფე.

 

.. მაჰატმა განდიზე და ლანცა დელ ვასტოზე ამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგი მკვლევარი ჟაკ ბროსეს(Jacques Brosse) წიგნში სულიერი მოძღვრები რომელიც ფრანგულად 2005 და 20013 წლებში გამოსცა გამომცემლობამ Albin Michel//.

 

 

 


  განდის აზრებიდან//ვიკიპედიიდან//:

 

         შრომის გარეშე ოქრო-ვერცხლი და სპილენძი უსარგებლო ცარიელი მტვერი იქნებოდა.

        უშიშრობა აუცილებელია სხვა კეთილშობილი თვისებების განსავითარებლად. განა შეიძლება უშიშრობის გარეშე ჭეშმარიტების ძიება ან სიყვარულის შენარჩუნება?

                  ღარიბმა რომ შესძლოს არსებობა მდიდარმა უფრო უბრალოდ უნდა იცხოვროს.

     ლოცვისას უსიტყვო გული ჯობია უგულო სიტყვებს.

          ერის სიდიადე და მორალური პროგრესი შეიძლება გაიზომოს იმით თუ როგორ ეპყრობა ის ცხოველებს.

    გაზეთი დიდი ძალაა მაგრამ ისევე როგორც შეუკავებელი მდინარე გადალახავს ნაპირებს ჟურნალისტის უკონტროლო კალამი ემსახურება მხოლოდ ნგრევას. მაგრამ კონტროლი გარედან  უკონტროლობაზე უარესია. სასარგებლოა მხოლოდ შინაგანი კონტროლი.

         სვინდისის საკითხები არ წყდება ხმათა უმრავლესობით.


განსაცდელში მნიშვნელოვანია გამოცდილება და არა რელიგიური ცოდნა.

          თუ კი გვინდა მშვიდობა მსოფლიოში უნდა დავიწყოთ ბავშვებით.

         ყველას ძალუძს მის შიგნით არსებული შინაგანი ხმის მოსმენა.


             სიყვარული არ ითხოვს,ის გაიღებს. ის მუდამ იტანჯება,არასოდეს გამოხატავს პროტესტს,არასოდეს იძიებს შურს თავისთვის.

 

               სულით შთაგონებულ და თავისი მისიის რწმენით სავსე პატარა სხეულს ძალუძს ისტორიის მსვლელობის შეცვლა.

   სამყაროს შეუძლია ყოველი ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება,მაგრამ ის ვერ დააკმაყოფილებს ადამიანის სიხარბეს.

   ჩემი პატრიოტიზმი არაა ერთ ერში ჩაკეტვა. ის ყოვლისმომცველია. მე მზად ვარ უარვყო ისეთი პატრიოტიზმი რომელიც ერთი ერის კეთილდღეობას აფუძნებს სხვათა ექსპლუატაციაზე.

           ლოცვა ხვალინდელი დღის გასაღებია და გუშინდელი დღის საკეტი.

         ჩვენ ვლაპარაკობთ მაგრამ ვუსმენთ. ჩვენ ვუსმენთ,მაგრამ არა იმიტომ რომ ჩუმად ვიყოთ.

    უნდა ვიცოდეთ თუ როდის უნდა ვიმოქმედოთ და როდის უნდა შევიკავოთ თავი მოქმედებისგან. მოქმედება და უმოქმედობა ამ გარემოებებში  ენათესავება და არ უპირისპირდება ერთმანეთს.

ვიპოვოთ მიზანი და რესურსები გამოჩნდება.

           პირფერობაზე და ხოტბაზე უფრო სასარგებლოა ზრდილობიანად და მეგობრულად გამოთქმული კრიტიკა.

 

              თავს მოვიკლავდი იუმორის გრძნობა რომ არ მქონდეს.

 

                 ძალადობის უარყოფა გმირობაა და არა ლაჩრობა.

   მატყუარა საბოლოო ანგარიშით იტყუებს თავს.

       ძალადობით მოპოვებული გამარჯვება ხანმოკლეა და ამიტომ უდრის დამარცხებას.

 

             ადამიანთა კრიტიკის უფლება აქვს იმას ვინც დაამტკიცა რომ უყვარს ადამიანები.

 

           პრინციპი თვალი თვალის წილ აბრმავებს სამყაროს.

 

პატიების უნარი აქვს ძლიერს და არა სუსტს.

 

             თავისუფლება არ ღირს არაფრად თუ კი არ გულისხმობს შეცდომის დაშვების თავისუფლებას. 

   აცუდი ჩვევაა მტკიცება იმისა რომ ჩვენ ვფიქრობთ სწორად და სხვები ცდებიან,რომ ისინი ვინც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ სამშობლოს მტრები არიან.


            სიყვარულის უნარი აქვს მამაცს და არა ლაჩარს.

           ცივილიზაცია  სურვილთა კარგად გააზრებული შემცირებაა და არა მოთხოვნილებათა ზრდა.

              ადამიანს შეუძლია თავისი თავისუფლების განკარგვა,მაგრამ რას გამოიწვევს ეს უცნობია.

    მე ვცნობ ერთადერთ ტირანს-ჩემი სვინდისის ხმას.



 





















































































  http://www.adme.ru/vdohnovenie-919705/mahatma-gandi-10-sovetov-ob-izmenenii-mira-564305/

 

  მაჰატმა განდის 10 რჩევა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შეიცვალოს სამყარო

   არ უნდა დავკარგოთ კაცობრიობის რწმენა. კაცობრიობა ჰგავს ოკეანეს და რამოდენიმე ჭუჭყიან წვეთს არ შეუძლია მთელი ოკეანის დაბინძურება.

  1. ირგვლივ სამყაროს შესაცვლელად უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი.
  თუ კი შეცვლით საკუთარ თავს შეცვლით სამყაროსაც ირგვლივ. თუ კი შეცვლით თქვენს აზრებს შეიძვლება თქვენი გრძნობები და ქცევა და ამიტომ შეიცვლება თქვენს ირგვლივ არსებული სამყაროც. 
    არა მარტო იმიტომ რომ რომ თქვენ სამყაროს შეხედავთ ახალი გრძნობების და აზრების პრიზმით არამედ იმითაც რომ შინაგანი ცვლილებები მოგცემენ საშუალებას მოიქცეთ ისე როგორც არ მოიქცეოდით ძველ შეხედულებებზე დაყრდნობით.
          გარე სამყაროს შეცვლა შინაგანი სამყაროს შეცვლის გარეშე აჩენს პრობლემას- სასურველი ცვლილებების მიღწევის შემდეგაც თქვენ დარჩებით ისევ ის რაც იყავით,ძველებურად ბოღმიანი,ძველებური უარყოფითი დამოკიდებულებით, მისწრაფებით თვითნგრევისკენ და ა.შ., შეინარჩუნებთ ყველა ძველ მანკიერებას.


 

            ამიტომ ახალ ვითარებაშიც თქვენ ვერ იპოვით იმას რისკენაც მიისწრაფოდით იმიტომ რომ თქვენი გონება გაბრუებული იქნება უარყოფითი აზრებით.  და ეს უფრო გაძლიერდება თუ კი მოინდომებთ მეტის მიღებას ისე რომ არ გეცოდინებათ ღრმა საფუძვლები და არ შეგეძლებათ თქვენი ეგოსგან ჩამოშორება.
       თქვენ ეგოს კი უყვარს საგნების განცალკევება,მტრების პოვნა და ერთიანობის მოშლა და ეს გააჩენს მეტ პრობლემასა და კონფლიქტებს თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ირგვლივ. 

           2. დააწესეთ კონტროლი საკუთარ თავზე.

        ჩემი ნებართვის გარეშე ვერაფერს დამიშავებენ.

           მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ის რასაც გრძნობთ და როგორც რეაგირებთ რაღაცაზე. შეიძლება იყოს სხვადასხვა ვითარებაში ქცევის "ტიპიური" ან ჩვეულებრივი შაბლონები,მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე.

             თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რა უნდა იფიქროთ,როგორი რეაქცია უნდა მოახდინოთ და რა უნდა იგრძნოთ პრაქტიკულად ყველაფერზე. არაა აუცილებელი გაჯავრება ან უარყოფითად რეაგირება. შეიძლება უცბად ვერ მიეჩვიოთ ვინაიდან ხელს შეგიშლით ძველი ჩვევები,მაგრამ ეცადეთ.




   თქვენი ცხოვრება უფრო იოლი და სასიამოვნო იქნება მაშინ როდესაც გაიგებთ რომ თქვენს გარდა ვერავინ გააკონტროლებს თქვენს გრძნობებს და ისწავლით ამ გაგების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

            3. აპატიეთ სხვებს და განაგრძეთ თქვენს გზაზე სიარული.

         სუსტს არ შეუძლია პატიება, პატიების უნარი აქვთ მხოლოდ ძლიერებს.

          პრინციპი თვალი თვალის წილის განხორციელება ყველას დააბრმავებს.

                  ვერ უშველით ვერავის ბოროტებასთან ბოროტების მეთოდებით ბრძოლით. 

   თუ კი ვერ აპატიებთ მაშინ წარსული და სხვა ადამიანი გააკონტროლებს თქვენს გრძნობებს და აღმოჩნდებით წარსულის და სხვა ადამიანის მონობაში.

        პატიებით თქვენ თავისუფლდებით ამ ბორკილებისგან და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრაცია,მაგალითად,შემდეგ ნაბიჯზე. 




 

4. უმოქმედობით ვერაფერს მიაღწევთ.

                 საკუთარი გამოცდილების გრამი ჯობია სხვათა დარიგებების ტონას.

          სასურველის მისაღწევად, საკუთარი თავის და სამყაროს გასაგებად აუცილებელია პირადი გამოცდილება. წიგნები უმრავლეს შემთხვევაში იძლევა მარტო ცოდნას. 

      აუცილებლად უნდა იმოქმედოთ თვითონ და ეს ცოდნა გამოიყენოთ შედეგების მისაღებად და სამყაროს შესაცნობად.






5.იცხოვრეთ დღევანდელობაში

             "არ მინდა წინასწარმეტყველება, მე ვფიქრობ იმაზე თუ რა უნდა ვაკეთო ეხლა იმიტომ რომ ღმერთმა არ მომცა ძალაუფლება მომავალზე".

     უფრო იოლად მოქმედებთ მაშინ როდესაც ფიქრობთ იმაზე თუ რა ხდება დღეს და არა მომავალზე. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო კონცეტრირებული ხართ დღევანდელობაზე და უკეთ ასრულებთ თქვენს ამოცანებს.

          6. ყოველი ჩვენგანი ადამიანია

   "მე ჩემს თავს ვთვლი ჩვეულებრივ ადამიანად რომელსაც ყველა დანარჩენი მოკვდავის მსგავსად აქვს შეცდომის უფლება, ამასთან ვთვლი რომ ჩემში არის საკმარისი ადამიანობა იმისთვის რომ გავიაზრო ჩემი შეცდომები და გავიგო მათი მიზეზები".

      "არაა მაინც და მაინც ჭკვიანური საკუთარი თავის ჩათვლა სხვებზე უფრო ჭკვიანად. მუდამ სასარგებლოა გვახსოვდეს ყველაზე ძლიერიც კი რაღაც მომენტში შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს და ყველაზე ჭკვიანიც კი შეიძლება შეცდეს".

                  როდესაც თქვენ აიდეალებთ ცალკეულ ადამიანებს-მაშინაც კი როდესაც მათ მიიღეს გამორჩეული შედეგები, თქვენ გამოჰყოფთ საკუთარ თავს მათგან და ეს საშიშია. შეიძლება გაგიჩნდეთ გრძნობა რომ თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ მსგავს შედეგებს იმიტომ რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან თქვენგან.

               ამიტომ მუდამ უნდა გახსოვდეთ რომ ყოველი ჩვენგანი ჩვეულებრივი ადამიანია მიუხედავად იმისა თუ რა არის ცხოვრებაში.




          უნდა გვახსოვდეს რომ ყველანი ადამიანები ვართ და რომ ყოველი ჩვენგანი შეიძლება შეცდეს. 
       
            არ უნდა გაიმათრახოთ თავი დაშვებული შეცდომის გამო. ისწავლეთ თქვენი საკუთარი შეცდომების დანახვა და მათგან დასკვნების გამოტანა და განაგრძეთ საქმიანობა. 

   7.  იყავით შეუპოვარნი

    "თავიდან ყურადღებას არ გაქცევენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ იმარჯვებთ".

   იყავით შეუპოვარნი და ბოლოს და ბოლოს დასძლევთ შინაგან და გარეშე წინააღმდეგობას.

        გაიგეთ რომ მართლაც გიყვართ და გინდათ კეთება. 

                 განდიმ და მისმა მომხრეებმა წარმატებით გამოიყენეს ძალადობის უარმყოფელი წინააღმდეგობის მეთოდი და გაიმარჯვეს იმიტომ რომ შეუპოვარნი იყვნენ და არ ნებდებოდნენ მოწინააღმდეგეებს თუ გარემოებებს.






        ძალიან იშვიათია სურვილისამებრ სწრაფად  წარმატების მოპოვების ან გამარჯვების შემთხვევები.

             ამიტომ ადამიანები ხშირად ვერ სძლებენ და მეტისმეტად სწრაფად ნებდებიან. დასახული მიზნის მიღწევას ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

            არ აყვეთ მატყუარა რეკლამას, არ შეცდეთ და იყავით შეუპოვარნი. ამაში გიშველით იუმორის გრძნობაც. იყავით ირონიულნი საკუთარი თავის მიმართ,უფრო ხშირად გაიღიმეთ ხოლმე.

     8. ეძებეთ სიკეთე ადამიანებში და დაეხმარეთ ხოლმე მათ. 

           "მე ვცდილობ ადამიანებში მხოლოდ კარგის დანახვას. მე თვითონ არაერთი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში და არ ვთვლი შესაძლებლად სხვათა შეცდომების განკითხვას."

                 "ადამიანის სიდიადე განისაზღვრება მისი წვლილით მის თანამებრძოლთა კეთილდღეობაში."

                        "ვუშვებ რომ ადრე ადამიანების გაძღოლის უნარი დამოკიდებული იყო ფიზიკურ ძალაზე,მაგრამ ეხლა ის დამოკიდებულია ადამიანებთან მოლაპარაკების უნარზე."

      თითქმის ყოველთვის ადამიანებში რაღაც კარგის გვერდით არის რაღაც ცუდიც. მაგრამ მარტო თქვენზეა დამოკიდებული თუ რას მიაქცევთ ყურადღებას.  თუ კი გინდათ დადებითი ემოციების მიღება მაშინ საჭიროა კონცენტრაცია ადამიანთა კარგ მხარეებზე. ეს გაგიადვილებთ ცხოვრებას და თქვენი ურთიერთობები გახდება უფრო დადებითი და სასიამოვნო.

             თუ კი ხედავთ ადამიანებში კარგს თქვენ გიადვილდებათ მათ საკეთილდღეოდ რამის კეთება. სხვა ადამიანებისთვის დახმარების გაწევით თქვენ არა მარტო მათ ცხოვრებას აუმჯობესებთ. დროთა მანძილზე თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთე იწყებს დაბრუნებას. და ადამიანები ვისაც დაეხმარეთ თავის მოვალეობად თვლიან სხვებისთვის დახმარების გაწევას. 

                  ამდენად თქვენ ერთად ქმნით სულ უფრო და უფრო უკეთეს გარემოს.

 

             9. იყავით ჰარმონიული, გულწრფელი და შეინარჩუნეთ თქვენი მეობა.

           " ბედნიერება მაშინაა როდესაც  ის რასაც ამბობთ,ფიქრობთ და აკეთებთ ჰარმონიაშია ერთმანეთთან"

              "მუდამ ეცადეთ აზრის,სიტყვის და საქმის სრული ჰარმონიის მიღწევას. მუდამ ეცადეთ გულწრფელად აზროვნებას და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება". 

            აუცილებელია სხვა ადამიანებთან გულწრფელად ურთიერთობა და ქცევა.  ადამიანებს მოსწონთ როდესაც მათ გულწრფელად ელაპარაკებიან.  ჰარმონიაში მყოფი თქვენი აზრები,სიტყვები და მოქმედებები განიჭებენ უზარმაზარ სიამოვნებას,თქვენ გრძნობთ ძალების ზრდას და კმაყოფილებას საკუთარი თავით.



    თუ კი თქვენ მართლაც გულწრფელი ხართ ადამიანები ცდილობენ იმის გაგებას რასაც ეუბნებით, მაგრამ თუ კი თქვენი საქციელი არ შეესაბამება იმას რასაც ამბობთ მაშინ თქვენ დაკარგავთ რწმენას რომ თქვენ შეგიძლიათ მიზნის მიღწევა,სხვა ადამიანებიც არ დაგიჯერებენ. არ მოიტყუოთ თავი.

 


10. გააგრძელეთ ზრდა და განვითარება.  

"  მუდმივი ზრდა ცხოვრების კანონია და ადამიანი რომელიც თანამიმდევრობისთვის ცდილობს ერთი და იმავე დოგმების დაცვას თავს იყენებს წამგებიან მდგომარეობაში". 

                     თქვენ შეგიძლიათ თქვენი ჩვევების დიდად გაუმჯობესება, მათი შეცვლა ან შეფასებათა გადასინჯვა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბუნების და სამყაროს უფრო ღრმად გაგება. 
 
   რა თქმა უნდა თქვენ შეიძლება გამოჩნდეთ არალოღიკურად ან დრო და დრო ვერ გაიგოთ თუ რას აკეთებთ. თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ ჰარმონიის მიღწევა ან გულწრფელი ურთიერთობა. მაგრამ თუ კი არ განვითარდებით თქვენ მაჰატმა განდის აზრით თავს ჩაიყენებთ წამგებიან მდგომარეობაში.
 
              ძველ ჩვევებზე და შეხედულებებზე მოჭიდებაზე ბევრად უფრო მხიარული და უკეთესია განვითარების და ზრდის გზის არჩევა. .
 
           მნიშვნელოვანი ისიცაა რომ მაჰატმა განდი ამის გაკეთებას ახერხებდა ინდური კულტურის ნგრევის და მოსპობის გარეშე.

 

 

 

 

 

 

 

 

 







































































































        http://www.adme.ru/vdohnovenie-919705/mahatma-gandi-10-sovetov-ob-izmenenii-mira-564305/

       

      Махатма Ганди: 10 советов о том, как изменить мир

      30 novembre 2011, 10:01
      «Вы не должны терять веру в человечество. Человечество подобно океану, а несколько грязных капель не могут сделать весь океан грязным».

      «Разницы между тем, что мы делаем и тем, что мы можем сделать, достаточно для решения большинства проблем в мире».

      «Если бы не мое чувство юмора, я бы покончил жизнь самоубийством уже много лет назад».

      Махатма Ганди не нуждается в подробном представлении: почти каждый слышал о человеке, который привел индийский народ к независимости от британского правления в 1947 г. Поэтому давайте сразу перейдем к его десяти советам о том, как изменить мир.



      1. Измените себя

      «Чтобы изменить мир вокруг, вы должны изменить себя».

      Если вы сможете изменить самих себя, то вы измените мир вокруг себя. Если вы измените свои мысли, то изменятся ваши чувства и поступки. И благодаря этому мир вокруг вас изменится. Не только потому, что вы будете смотреть на окружающий вас мир через призму новых чувств и мыслей, но и потому что внутренние изменения позволят вам поступать так, как вы бы не стали делать (а, возможно, даже задумываться об этом) раньше, опираясь на прежний образ мыслей.

      Изменение внешнего мира без изменения вашего внутреннего порождает проблему - добившись тех перемен, к которым вы так стремитесь, вы по-прежнему останетесь самими собой. Вы сохраните неизменными свои прежние пороки, злость, негативное отношение, стремление к саморазрушению и т. д.

       

      Поэтому оказавшись в новой ситуации вы по-прежнему не сможете найти то, к чему так стремились, так как ваш разум будет затуманен негативными мыслями. И если вы захотите получить еще больше, не понимая глубинных основ и не будучи способными отстраниться от своего эго, то оно может стать еще сильнее. А так как ваше эго любит разделять вещи, находить врагов и разобщать, то оно может положить начало появлению еще больших проблем и конфликтов в вашей жизни и мире вокруг вас.

      2. Обретите контроль над собой

      «Без моего согласия никто не может мне навредить».

      То, что вы чувствуете и как на что-то реагируете всегда зависит только от вас самих. Могут существовать «типовые» или обычные шаблоны поведения в различных ситуациях, но в большинстве случаев все зависит от вас.

      Вы можете сами выбирать что думать, как реагировать и что чувствовать в отношение практически всего. Вам нет необходимости выходить из себя, горячиться или просто негативно реагировать. Возможно, это произойдет не сразу или так будет происходить не все время. Иногда в процесс мышления вмешиваются старые привычки мыслить или первые инстинктивные реакции.



      Но когда вы осознаете, что никто кроме вас самих не может контролировать ваши чувства, то вы можете начать использовать это понимание в повседневной жизни, постепенно превращая его в часть привычного образа мышления. Со временем привычка думать подобным образом будет становиться все сильнее и сильнее, а ваша жизнь - более легкой и приятной.

      3. Простите других и идите дальше.

      «Слабый не способен на прощение. Способностью прощать обладают только сильные».

      «Следование правилу око за око может привести к тому, что все люди на земле просто
      станут слепыми».

      Нельзя помочь кому-то, борясь со злом его методами. Как сказано в предыдущем совете, вы всегда можете выбрать сами то, как будете реагировать на какое-то события. По мере того, как вы будете привыкать все больше и больше использовать этот образ мышления в повседневной жизни, вы сможете все чаще и чаще реагировать на происходящие с вами события наиболее правильным для вас и остальных людей образом.

       

      Вы поймете, что способность прощать и отпускать свое прошлое окажется очень полезной как для вас самих, так и окружающих вас людей. И трата вашего времени на негативные воспоминания ничем не сможет вам помочь после того, как вы уже извлекли все полезные уроки из этого опыта. Скорее всего, вы обречете себя лишь на еще большие страдания и не сможете эффективно действовать в текущей ситуации.

      Если вы не сможете простить, то вы позволите прошлому и другому человеку контролировать свои чувства. Прощая, вы освобождаете себя от этих пут и после этого можете сосредоточить свои усилия, например, на следующем шаге.

      4. Бездействуя, вы ни к чему не придете

      «Грамм собственного опыта стоит дороже тонны чужих наставлений».

      Бездействуя, мало чего можно добиться.  Как говорит Ганди, вы можете прислушиваться к чужим наставлениям или читать и учиться до бесконечности. Вам кажется, что вы движетесь в перед, хотя на самом деле в реальной жизни вы практически или вообще не добиваетесь никаких результатов.



      Поэтому для того, чтобы действительно добиться того, чего вы хотите и действительно понять самого себя и мир вокруг вас, необходим личный опыт. В большинстве случаев книги могут дать вам только знание. Вам необходимо действовать самому и использовать эти знания для достижения результатов и понимания мира.

      5. Живите в настоящем

      «Я не хочу предсказывать будущее. Меня заботят мои действия в настоящем, потомучто над будущим Бог не дал мне власти».

      Лучшим способом преодолеть внутреннее сопротивление, которое очень часто останавливает нас от действий, является жить как можно больше в настоящем и принимать его таким, какое оно есть.

      Когда вы живете настоящим, вы не волнуетесь о будущем, которое вы все равно не можете контролировать. И внутреннее сопротивление вашему действию, которое питается воображаемыми негативными последствиями от его выполнения или вашими неудачами в прошлом, теряет свою силу. В этом случае вам становится легче действовать, вы более сконцентрированы на настоящем и лучше выполняете свои задачи.



      Способность сосредотачиваться и оставаться в настоящем - это психологический навык, подобно мускулам, требующий постоянной практики. Со временем вы научитесь его выполнять все более и более уверенно и сможете легче сосредотачиваться на настоящем.

      6. Каждый из нас человек

      «Я считаю себя обычным человеком, который точно также как и все остальные смертные имеет право на ошибку. Вместе с тем, я признаю, что во мне достаточно человечности, что бы осознать мои ошибки и понять их причины».

      «Не слишком мудро считать кого-то умнее других. Всегда полезно помнить о том, что даже самый сильный в какой-то момент может оказаться слабым, а самый умный - ошибиться».

      Когда вы начинаете идеализировать отдельных людей - даже если они добились выдающихся результатов - вы рискуете, отделяя себя от них. У вас может сложиться чувство, что вы, в отличие от них, никогда не сможете достичь подобных успехов, из-за того, что они настолько сильно отличаются от вас. Поэтому очень важно никогда не забывать о том, что каждый из нас - обычный человек, вне зависимости от того, кем он является в жизни.



      Очень важно помнить о том, что все мы люди и каждый из нас может делать ошибки. Применение к людям необоснованных стандартов в будущем приведет лишь к появлению еще большего числа абсолютно не нужных конфликтов в вашем мире и негатива в вас самих.

      Об этом также не стоит забывать, если вы хотите избежать появления довольно бесполезной привычки распекания самих себя за те ошибки, которые вы совершили. Вместо этого, научитесь понимать в чем вы ошиблись и какие уроки из этого можно извлечь, а затем попробуйте снова.

      7. Будьте настойчивы

      «В начале они игнорируют вас, затем они смеются над вами, затем они сражаются с вами, после всего этого вы побеждаете».

      Будьте настойчивы. Со временем неприятие вокруг вас ослабнет, а потом и вовсе исчезнет. Ослабнут ваши внутреннее сопротивление и склонности к саморазрушению, которые тянут вас назад и мешают вам меняться.

      Поймите, что вы действительно любите делать. Это позволит вам найти внутреннюю мотивацию продолжать снова и снова шагать дальше. Одна из причин, почему Ганди настолько успешно применял свой метод ненасильственного сопротивления, заключается в том, что он и его сторонники были невероятно настойчивы. Они просто не знали слово «сдаться».



      Случаи, когда успех или победа наступают так быстро, как вам бы этого хотелось, очень редки. Думаю, что одна из причин, почему люди так и не добиваются того, чего они хотят, заключается в том, что они просто слишком рано сдаются. Обычно для достижения поставленной ими цели требуется гораздо больше времени, чем они рассчитывали. Отчасти подобное ошибочное заблуждение проистекает из окружающего нас мира - мира полного волшебных пилюль от любых проблем, где в рекламе вам постоянно обещают, что вы можете значительно похудеть или заработать целое состояние всего за 30 дней.

      Один из эффективных методов, способный помочь вам сохранить вашу настойчивость в достижении цели, заключается в том, что вам необходимо вновь перечитать из нашей заметки третью цитату Махатмы Ганди и стараться сохранить свое чувство юмора как можно дольше. Why so serious? ) Юмор помогает делать жизнь легче даже в самые тяжелые времена. Будьте достаточно ироничны по отношению к себе, больше улыбайтесь )

      8. Ищите в людях добро и помогайте им

      «Я стараюсь видеть в людях только хорошее. Я сам не раз оступался в жизни, и не считаю возможным судить ошибки других».

      «Величие человека определяется его вкладом в благополучие его соратников».

      «Я допускаю, что раньше способность вести людей за собой зависела от наличия физической силы, однако сегодня она зависит от умения договариваться с людьми».

      Почти всегда в людях наряду с чем-то хорошим, есть и что-то плохое. Но только от вас зависит на что вы будете обращать внимание. Если вы хотите добиться положительных изменений, тогда правильным решением будет сосредоточиться на хороших сторонах людей. Это позволит сделать вашу жизнь проще, так как ваши отношения станут более позитивными и приятными.

      А когда вы видите добро в людях, вам становится легче находить для себя причины трудится на их благо. Помогая другим людям, ценя их, вы не только сделаете их жизни лучше. Со временем, то добро, что вы сделали, начнет возвращаться обратно. А люди, которым вы помогли, могут почувствовать себя обязанным помочь другим. Таким образом, вы все вместе создаете восходящую спираль позитивных изменений, количество и качество которых с каждым новым витком растет.

       

      9. Будьте гармоничны, искренни и оставайтесь самими собой

      «Счастье - это когда то, что вы говорите, думаете и делаете находится в гармонии друг с другом».

      «Всегда стремитесь достичь полной гармонии мысли, слова и дела. Всегда стремитесь мыслить искренно и тогда все будет хорошо».

      Один из лучших советов по улучшению ваших навыков общения заключается в том, что вам необходимо начать искренние общаться и вести себя с другими людьми. Людям нравится, когда с ними говорят искренне. Когда ваши мысли, слова и действия становятся гармоничны, вы обретаете огромное внутреннее наслаждение. Вы чувствуете прилив сил и удовлетворение самими собой.



      Если вы по-настоящему искренни, то люди пытаются действительно услышать то, что вы им говорите. Ведь в вашей речи нет фальши, противоречий или какого-либо лицемерия.

      Но если ваши поступки не будут соответствовать тому, что вы говорите, тогда вы начнете терять веру в то, что можете добиться своей цели, а также веру других людей в вас. Не обманывайте себя.

      10. Продолжайте расти и развиваться

      «Постоянное развитие - это закон жизни и человек, который для того чтобы быть последовательным всегда старается придерживаться одних и тех же догм, заранее ставит себя в проигрышную позицию».

      Вы всегда можете значительно улучшить ваши навыки, изменить привычки или пересмотреть вашу оценку. Вы может достичь более глубокого понимания своей природы и мира вокруг вас.

      Разумеется, вы можете выглядеть нелогичным или не понимать время от времени, что делаете. У вас могут быть проблемы с достижением гармонии или искренним общением. Но если вы не будете развиваться, то, как считал Ганди, вы поставите себя в заведомо проигрышную позицию. Позицию, в которой вы пытаетесь придерживаться или цепляетесь за свои старые взгляды, для того, чтобы продолжать казаться выглядеть логичными, хотя в глубине души вы понимаете, что то-то не так и вам не нравится та ситуация, в которой вы оказались. Гораздо веселее и правильнее было бы выбрать дорогу развития и роста.

      Комментариев нет:

      Отправить комментарий